„მე ვცდილობ, ყოველთვის ყველაფრის ხასიათზე ვიყო…“

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. თუ ბედნიერი არ ხარ, შენი ბრალია ისევ. მართალია, გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს, მაგრამ შენ თვითონ უნდა შეუქმნა შენს თავს პირობები. რასაც დაისახავ, ის სიამოვნებით უნდა გააკეთო. გარდა ამისა, არ მიყვარს, როდესაც ბავშვები დამოკიდებულები არიან მშობლებზე. მე მინდა, რომ ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყო და საკუთარი შემოსავალი მქონდეს…“– 12 საჯარო სკოლის, 11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე მუსელიძე.

– ხარ სპორტსმენი სეიბუკაი კიოკუშინ კარატეში…
– ფილმებს რომ ვუყურებდი, ჯერ კიდევ ძალიან პატარას გამიჩნდა  კარატეს შესწავლის სურვილი. შვიდი წლის შევედი, მაგრამ მხოლოდ ერთი თვე ვიარე, რადგან ჯგუფი დაიხურა. იმედი არ დავკარგე. უკვე 13 წლის ისევ მივედი კახაბერ კაკაბაძის ჯგუფში და დღემდე წარმატებით ვმუშაობ. ძალიან ამაყი ვიყავი, დიდი სიხარული და სიამოვნება იყო პირველი თეთრი ქამრის მონიჭება. აღარ ვამბობ უკვე, როცა თბილისის, საქართველოს და კავკასიის რეგიონების ჩემპიონატები მოვიგე.11012273_817232364992484_2020846689_n
დღეს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტთან გოჩა კაკაბაძესთან ვვარჯიშობ. ორჯერ ვიყავი სემინარზე იტალიაში.
– აპირებ ბოლომდე მიყვე ამ სპორტს?
– არა, სამწუხაროდ, არ ვაპირებ გაგრძელებას. მასწავლებლობა არ მინდა, რადგან სერიოზული ტვირთია. მინდა გითხრათ, რომ ეს უბრალოდ კარატე არ არის. ეს ერთგვარი ხელოვნებაა, სულის განტვირთვა. იცლები და თავისუფლდები, რაც ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელია. მხოლოდ ის არ არის, რომ ივარჯიშო, კუნთებზე იყურო და ვიღაც სცემო. გასწავლიან ეკლესიაში ქცევის წესებს, სარწმუნოებასთან ახლოს არის და პატრიარქის მიერ დალოცვილი გუნდი ვართ. საკუთარი თავის რწმენა და იმედი მასწავლა. ეს ხომ გუნდური სპორტი არ არის, მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. სხვისი იმედი არ მაქვს და საკუთარი თავისთვის ძალიან მეხმარება.
გარდა ამისა, ჩვენს ფედერაციაში ბავშვები უსასყიდლოდ მეცადინეობენ. მეც უფასოდ მასწავლიან. ძალიან ბევრი ბავშვია ქუჩიდან, ბავშვთა სახლებიდან მოსული. სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობთ, მათ შორის საქველმოქმედოში. ვართ პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტებიც.
თუმცა ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა გაიმარჯვებ. უფრო მაგარია, როცა დამარცხდები და მერე იმას აღადგენ. შედეგს რომ იგრძნობ. დიდი შრომა სჭირდება, რომ ამას მიაღწიო.
– სირთულეები, რომლებიც ამ სპორტს თან ახლავს…
– სირთულეები, ძირითადად, თანხებს უკავშირდება. სამწუხაროდ, საქართველოში დაფინანსება არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, გამოსწორდება მდგომარეობა. მე თუ არ ვიქნები ამ სპორტში, ბავშვები, ვინც უნდა მოვიდნენ, რომლებსაც მართლა სჭირდებათ, მათთვის დიდი დახმარება იქნება.
როგორც სპორტსმენს, სირთულეები მაშინ გექმნება, თუ მოდუნდები და ისე არ ივარჯიშებ, როგორც საჭიროა.
– როგორც ვიცი, ხატავ…11008979_817232398325814_1643881260_n
– დიახ. მამაჩემი იყო მხატვარი. ძალიან კარგად ხატავდა. ბავშვობაში ხატვის წრეზეც დავდიოდი, მაგრამ მერე თავად დავიწყე განვითარება. ნახშირით ვხატავ, გოგოების პორტრეტებს. ძალიან მიყვარს მუშაობა, ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა. ილუსტრაციებს კომპიუტერით ვაკეთებ. ფერებში არ ვხატავ. პროექტები, რომლებიც გავაკეთე, ყველგან ცივი ფერები მაქვს. ხშირად მეუბნებიან, ცოტა თბილი ფერები შევიტანო, მაგრამ არ გამომდის. მე თვითონ არ მომწონს ფერადი ნამუშევარი. როდესაც თეთრი ფერი ნაცრისფერში გადადის, უფრო მომწონს, შთამბეჭდავია და ეფექტური.
ყველაზე დიდი ნამუშევარია, ჩემი შეყვარებულის პორტრეტი. შევეცადე, მთელი ემოციები ჩამედო, რასაც ვერ გამოვხატავდი. ამის შემდეგ, არაფერი გამიკეთებია. უბრალო ნამუშევარი არ არის, ღამე გავათენე.
– გამოფენებში მონაწილეობ?
– 2014 წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მხაზველთა და გრაფიკოსთა გამოფენა გაიმართა. სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩვენი, 12 საჯარო სკოლიდან ჩემი კომპიუტერული, გრაფიკული ნამუშევრები, სახლის ნახაზები, ინტერიერის დიზაინი გამოიფინა. ჩემმა ნამუშევრებმა საზოგადოების დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ასევე, ხშირად ვმონაწილეობ არტ ტრენიგებში – სხეულის ენა, ფსიქოლოგია. ვფიქრობ, საჭიროა ასეთ საკითხებში მოზარდის ჩართულობა. ვცდილობ, თავს მრავალფეროვნება შევსძინო, ყველაფერი ვიცოდე და გავაკეთო, რაც საჭიროა და გამოვიყენებ.
– მუშაობდი ჭედურ ხატებზეც…
– ჭედურ ხატებზე მუშაობა პატარაობიდან იყო ჩემი გატაცება. თავიდან ჩაქუჩსაც ვერ ვიკავებდი და პატარა ორნამენტებს ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ საკმაოდ დიდხანს წარმატებით ვიმუშავე. ორი წლის წინ, საწარმო, სადაც ვმუშაობდით, დაიხურა და თავის დანებება მომიწია. თუმცა ძალიან საინტერესო სამუშაოა, ხელოვნებაა და ერთგვარი თერაპიაც. მჭედელმა უნდა ჩადოს მთელი თავისი ემოცია, რომელიც ნამუშევარში აუცილებლად უნდა ჩანდეს, რომ ხალხმა იგრძნოს.
– ჭედურობა კომპიუტერულმა თერაპიამ ჩაანაცვლა…11005689_817232394992481_1284599975_n
– მეცხრე კლასიდან სკოლიდან გამოვედი. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და რადგან იტალიაშიც მომიწია წასვლა, ტურიზმზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ პატარა რომ ვიყავი, არ მიმიღეს. ერთი წელი სახლში ვიყავი და კომპიუტერული პროგრამები ვისწავლე. ვაკეთებ ანიმაციებს და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ.
სამწუხაროდ, საქართველოში კომპიუტერული გრაფიკა არ არის განვითარებული ისე, როგორც საჭიროა. არც მსგავსი სკოლები არსებობს, სადაც შეგიძლია ისწავლო. თუ მოხერხდა, რომ საქართველოში მსგავსი უნივერსიტეტი შეიქმნა, მაშინ სიამოვნებით გავაგრძელებ სწავლას აქ. მაგრამ ახლა დიდი სურვილი მაქვს, იტალიაში ვისწავლო. იქ ხელოვნების კულტურა, არქიტექტურა კარგად არის განვითარებული. გარდა ამისა, ახლოს ვიქნები ჩემს დედობილ-მამობილთან, ჯოვანნასთან და გერარდოსთან, რომლებიც „კარიტასში“ გავიცანი. ეს ადამიანები ძალიან მეხმარებიან, ჩემი ცხოვრება შეცვალეს და ბევრი რამ სხვანაირად დამანახეს.

მზევინარ ხუციშვილი

11005568_817232388325815_652465474_n

11007498_817232401659147_49766737_n

11026728_817232374992483_1939372717_n

11039478_817232384992482_1183236208_n

11039721_817232391659148_686395465_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები