“თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს

საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს – ამის შესახებ ოფიცალური განცხადება პარტიის წევრებმა საკუთარ ოფისში გააკეთეს.
თანამდებობები დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარემ დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა.
როგორც დეპუტატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მმართველ გუნდს მათი თანამდებობებიდან გადაყენების გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები