ლალა ბეგლარაშვილი – მინდა, რომ ერთმანეთის თვალებში ერთმანეთის გულის ფეთქვა დავინახოთ და დავაფასოთ…

მას ბევრი არ იცნობს, რადგან პოეტურ თავყრილობებს გაურბის. ის რაც აწერინებს ადამიანების სიყვარულია. თვლის, რომ სიყვარულით გაჯერებული სათქმელი აუცილებლად მივა ადამიანების გულამდე.
“მკითხველისთვის პეშვში სიყვარული მაქვს შეგროვილი, და ხელისგულები მინდა გაშალონ, რომ გავუნაწილოჩემი სიყვარული ულევია. მზესთან მოლაპარაკება მაქვს და არ დამიყადაღებს. სიკეთე გზაა გადარჩენისთვის, განა ერთის და ორისარა, ქვეყნის გადარჩენისთვის..“ – ლალა ბეგლარაშვილი.

1610883_1060041484011841_1932547948685118814_n

მოგვიყევით თქვენზე…
– ზაფხულის ერთ უჩვეულო დღეს, მზეზე დიდი აფეთქება მოხდა, მთელი ენერგია გადმოიტყორცნა დედამიწისკენ.. და იმ დღეს  გავჩნდი მე – საქართველოში და უშუალოდ თბილისში -არანაირი ამპარტავნობა! ჰმ,  სარკაზმული სარჩული დავადე ჩემს დაბადებას.. თვითშეფასებას რომ აიმაღლებ ადამიანი და გალაქტიკათშორის მნიშვნელობას, რომ მიანიჭებ… საქართველოში და კერძოდ, თბილისში ნამდვილად დავიბადე! აი, მზეზე რა ხდებოდა წარმოდგენაც კი არ მაქვს…

დავიბადე  დიდი თვალებით, ბევრი უცნაური შეკითხვით, ცოტა ჩაკეტილი, გუაშებით და პასტელებით მოთხვრილი და სიშტერემდე კეთილი…  წერა პატარამ დავიწყე.. დედას გადანახული აქვს პირველ – მეორე კლასელი ბავშვის ბატიფეხურად დაწერილი წერილები და ლექსები, ვინც კითხულობს ცრემლებამდე იცინის, არ იყო იმ ასაკისთვის ურიგო და თან ფრაზებს შორისაც კი იკითხებოდა აზრები.. მაგრამ მაშინ და მერეც დიდხანს ფუნჯებზე ვიყავი მიძალებული, მამა ყველაზე დიდი გულშემატკივარი მყავდა, უყვარდა თითოეული ფერი, რომელიც ჩემს მიერ იხატებოდა… მაგრამ, როცა გაჩნდა პირველი, დიდი პროტესტი სამყაროს მიმართ, ერთიანად ავიღე და ყველა ნახატი დავხიე… ეხლა სახლსაც ვერ დავუხატავ ბავშვს. სამაგიეროდ,  ორი-სამ თვიანი სიჩუმის მერე აღმოვაჩინე კალამი, მას მერე არც გავჩერებულვარ…

ჩემს ოჯახს ვერ გამოვყოფ სხვა, ქართული ოჯახებისგან – ეს საზოგადოდ… მაგრამ ჩემთვის ციხესიმაგრეა, რომელსაც როგორც დედამიწას, მანტიის ღრუ აქვს და ესეთი მნიშვნელობის ჩვენს სახლში- სიყვარულია… აი ისეთი – შევიწროებულ სისხლძარღვებს რომ აფართოებს და ნებისმიერ ბრონქოსპაზმს რომ ხსნის… ფასეულობაც ესაა ჩემი, რომელიც მშობლებმა თვალებში გადმომისახლეს…10985169_1060041207345202_4761538145256744786_n

 პროფესიის არჩევისას, როგორც ვიცი, ბაბუას ოცნება აუხდინეთ…

– დამოუკიდებლად არ ამირჩევია, როცა გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩაბარება, ვფიქრობდი ბაბუაზე, რომელიც ვერ მომესწრო. ის თავის დროზე ოცნებობდა, რომ დედა ენახა „თეთრ ხალათში“- მისი სურვილი მე განვახორციელე…  გონება მიჭრიდა ყოველთვის და ხუთ თვეში მოვხვდი სამედიცინოზე.. მაშინ მიმაჩნდა, რომ ტყუილად. ბევრი პროტესტი გამიჩნდა, თან 15 წლის, არც ისეთი დიდი ვიყავი მგონი… მაგრამ დღეს რომ ვუყურებ, ყველაზე ბედნიერი წლები იყო, საოცრად კარგი მეგობრები შევიძინე და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე.. მხოლოდ ერთ სფეროში არასოდეს ვყოფილვარ… მადლიერი ვარ ჩემი პროფესიისაც და მისი მეშვეობით განვლილი ცხოვრებისაც… 10557305_1060041110678545_6877316551416573523_n

ბავშვობის ოცნება. განხორცილელებული და განუხორციელებელი  გეგმები.

ბავშვობის ოცნებებში ძალიან ჭარბობდა სოციალური საკითხები, რომელთაგანაც, ვიმედოვნებ, ერთ-ორს მაინც განვახორციელებ… სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია,  ცხოვრებაში დგება დრო, როცა ოცნება მიზნად უნდა დაისახო და გააკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო… ისე, ფერად ოცნებებს დიდი ხანია გადავეჩვიე… სამყაროს ვერ შევცვლით, ადამიანებს მიწაზე შავ-თეთრი აღქმა გვაქვს.. რომ შევცვალოთ თეთრსაც ვეღარ დავინახავთ…

არის შემთხვევა როცა წერა გიჭირთ?

– ზოგჯერ არის პერიოდი, როცა ჩუმდები და გრძნობ რომ სულს სავალი ეკეტება… თეთრ ფურცელს ვუყურებ ხოლმე დიდხანს და ცარიელზე კადრებად ვხედავ ყველაფერს, რასაც დავწერდი…  ერთ ლექსში, ჩანახატში  ან  ნოველაში იმდენ ფრაგმენტს გადავუძახებ ხოლმე, რომ ყველაფერს შეხვდები… ისე, აღსარებაა ჩემი ნაწერი…

რას სთავაზობთ მკითხველს?11008388_1060041597345163_7316775956416291089_n

-მკითხველს?  პეშვში სიყვარული მაქვს შეგროვილი და ხელისგულები მინდა გაშალონ, რომ გავუნაწილო… ჩემი სიყვარული ულევია, მზესთან მოლაპარაკება მაქვს და არ დამიყადაღებს. სიკეთე გზაა გადარჩენისთვის, განა ერთის და ორის… არა, ქვეყნის გადარჩენისთვის.. მერე სიყვარული ყველაზაე კარგად აბსორბცირდება კანიდან და ვიცი, გულებშიც ჩასახლდება.. მე მხოლოდ ერთი მინდა, ადამიანებმა ურთიერთგაგება ვისწავლოთ და როცა გიყვარს, ეგ ყველაზე უკეთ გამოგდის…

მხოლოდ საქველმოქმედო საღამოებში იღებთ მონაწილეობას.

– ერთი ორჯერ გამოვმზეურდი ხალხში. პოეზიის საღამოს ვგულისხმობ… ერთ-ერთი იყო, ძალიან კეთილი ადამიანების მოწყობილი, საიდანაც მთელი თანხა  დაუცველ  ბავშვებს მოხმარდათ. მაგ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი… კუთხეში შეყუჟული სამი-ოთხი ბავშვი, ჩემს ლექსს კითხულობდა მხატრულად… აი, ეს იყო ის წამი, რომელსაც ვერ შეცვლის ვერც ფუფუნება, ვერც ტაში, ვერანაირი სიხარული და ვერანაირი ტკივილი ვერ დაგავიწყებს… დღესაც მახსოვს საკუთარი გულის ფეთქვა…

– ვინ არის თქვენი საყვარელი ავტორი (ან ავტორები) როგორც ძველ ასევე თანამედროვე პოეზიასა და მწერლობაში.10959813_1060041164011873_3149079243747652614_n

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოპოლიტად მიმაჩნია  თავი, მე ჯერ მიყვარს ქართველი და ქართული – ხელოვნება (ბებიამ შემიწყო ხელი, ლალა ტომარაძემ, რომელიც ჩემთვის სამაგალითო პიროვნება და საუკუნის ფილოლოგია)… ვერ გამოვყოფ ვერცერთს! საკითხავად- განწყობას გააჩნია, ზოგჯერ მთაში მინდა ვაჟას თვალებში ჩახედვა, ზოგჯერ ნესტან-დარეჯანს მინდა მარტოობა შევუმსუბუქო ქაჯეთის ციხეში, ზოგჯერ მტკვარს მინდა ტატოსთან ერთად მოვუსმინო, ზოგჯერ ტიციანთან და ტერენტისთან ერთად მინდა მოვკვდე, ან გალაკტიონთან ერთად მინდა მარტოობის სიდიდე ვაგუგუნო,  ან მიხეილ ჯავახიშვილის თეთრი საყელო შემოვიხვიო ყელზე, ჭილაძესთან ერთად ვიგრძნო სიცხიანი ლექსები, პაოლოსთან ერთად დავიმძიმო მაჯა, ილიასთან ერთად ვიმგზავრო, ზოგჯერ აკაკის გამზრდელივით დავიხალო შუბლში ტყვია.. ნიშნიანიძის ძახილიდან ვიძახო არგაჩენილ ბავშვებთან ერთად, მორისთან ერთად დავწერო დაორთქლილ მინაზე ჩემი სახელი, ასათიანთან ერთად მინდა ბედნიერ დღეს დავიბადო თავიდან, გელოვანის ფოთოლთან ერთად მინდა ვიფრინო,  ჩარკვიანთან ერთად დავიხეთქო ძარღვები, გიზოს კიდევ ერთხელ შევხვდე ვერაზე… და კიდევ ჩემი სისხლის ყველა წვეთი რომ აიღო ცალცალკე, აი ისეთი ბევრი, უკლებლივ ყველა ქართველი…ყველა რომ ჩამოვთვალო, დავღლით მკითხველს… რაც შეეხება თანამედროვეებს, მე მიხარია ის ოპტიმიზმი, რასაც მათ ლექსებში ვხვდები…როგორც  ჩემი ერთი ტკბილი მეგობარი ამბობს, ყველა ქართველი სადღაც, მორალურად ყოველდღე იკლავს თავს… ახალ თაობაში სწორი პროტესტია სუიციდის წინააღმდეგ და მე ეს მიხარია…

– მე გარემოში მშიერი თვალებით ვეძებ სიყვარულს, განა ჩემს მიმართ – არა, ზოგადად სიყვარულს… ხშირად პროტესტიც მაწერინებს, ხშირად სიჩუმეც… გარემო ეგოა, ბევრი ადამიანის ეგო ერთად, არ მინდა ეს ეგო ეგოიზმში გადაიზარდოს…

კრიტიკა აუცილებელია?

– ბავშვობაში მიმაჩდა, რომ ხელოვნება კრიტიკას არ ექვემდებარებოდა, ეს ხომ სულის სავანეა… მაგრამ დღეს მიმაჩნია, რომ ხშირად კალაპოტებსაც სჭირდებათ ჯებირები…

როგორ პოეტს  ჰქვია  დღეს  წარმატებული პოეტი?11021079_1060041754011814_4532078317437522566_n

– წარმატება დღეს ასოცირებულია ციფრებთან… მე ციფრებთან, საათის ისრებთან და ჩარჩოებთან პერიოდულად კონფლიქტი მაქვს… სიტყვა წარმატებას ვამჯობინებდი – გამარჯვებას და პირველ რიგში გავიმარჯვებდი ამპარტავნობაზე… გავამარჯვებინებდი თავმდაბლობას და ჯილდო იქნებოდა თავისუფლება. გათავისუფლება სიმცირისგან… მაშინ, ალბათ, მფარველი ანგელოზების ფრთებსაც შეავლებს ადამიანი თვალს…

როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ადამიანურ სისუსტეებს?

 – ადამიანი ყველა კარგია, უფალმა შეგვქმნა ყველა საკუთარი სახის ხატად.. მე ცუდი ადამიანი არ მეგულება, გააჩნია, რა დროს რას ვაღვივებთ ჩვენში… და კიდევ, ყველა ადამიანი რაღაცაში შემოქმედია, იმიტომ რომ პირველი შემოქმედება სიყვარულია… უკანასკნელ ავაზაკსაც კი შეიძლება ვინმე ან სულ ცოტა, რამე უყვარდეს… აი ისევ, ჩემი ზოგადი ფილურობა მძვინვარებს.

გულისტკივილი…

 – ყველაზე დიდი ტკივილი იწყება ჩემი ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან, იმ ბევრი გაუგებრობისგან, რაც პერიოდულად სასუნთქ მილებს მიკეტავს და მთავრდება ერთი პაწაწინა გულის ფეთქვით, რომელიც თავისი პაწაწინა იმედებით მათბობდა…

კიდევ  რას ეტყოდით თქვენს მკითხველს?

 “ხელის გულებში ფართხალებს თავისუფლების ჩიტი”…გულის ფეთქვასთანაა კავშირში, მინდა რომ ერთმანეთის თვალებში, ერთმანეთის გულის ფეთქვა დავინახოთ და დავაფასოთ…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები