რატომ იმყოფებოდა ლევან ვასაძე მთავრობის ადმინისტრაციაში -ბიზნესმენის განმარტება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მთავრობის ადმინისტრაციაში მისი მისვლის მიზეზს განმარტავს. როგორც ვასაძემ “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის, რომელიც ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.
ვასაძის თქმით, მისი სურვილია მთავრობასთან ერთად იმუშაოს აღნიშნული პრობლემის დაძლევაზე და ადმინისტრაციაში მისი მისვლაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა.
“სხედან ჩასაფრებული კამერებით, ვიღაცეები ფოტოებს მიღებენ, რამდენი უცხოური აგენტი შედი-გამოდის, რომლებიც კონტრაცეფციის პროპაგანდაზე მუშაობენ, მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია სურთ, ერთი ასეთ როგორ არ “ჩააჩხაკუნეს?!” -აღნიშნა ვასაძემ.
ამასთან, ლევან ვასაძე უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური გუნდის მინისტრის პორტფელი შესთავაზეს.
“მსგავსი წინადადება არასდროს ყოფილა და იმედია, არასდროს იქნება” , – განაცხადა ვასაძემ და იქვე დასძინა, რომ მინისტრის პოსტზე შეთავაზება არც ერთი მთავრობის პირობებში არ ჰქონია.
“ვიქნები ძალიან ცრუ და ორპირი, თუ ამდენი წლის განმავლობაში ვიძახი, რომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა და სინამდვილეში მენდომება”, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები