ნუკრი ქანთარია: დღევანდელ სხდომაზე ადგილი ჰქონდა ცხარე კამათსაც

უმრავლესობაში კონფლიქტის საფუძველი არ არსებობს – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დეპუტატების ნაწილის პრეტენზიები განიხილებოდა. საუბარი ეხება იმ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც კანდიდატი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. ქანთარია მიიჩნევს, რომ კოლეგები ერთმანეთს მსგავს თემებზე ტელეკამერებით არ უნდა ესაუბრონ. „ერთადერთი, რა შეცდომაც მოხდა, ალბათ, იყო ის, რომ კოლეგებმა ერთმანეთს ტელევიზიებით არ უნდა უპასუხონ, მით უმეტეს, თუ ისინი ერთ ფრაქციაში, ერთ პარტიაში არიან“, – განაცხადა ქანთარიამ დ აღნიშნა, რომ ეს ალბათ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბევრ საკითხზე იყო საუბარი და მათ შორის, ადგილი ჰქონდა ცხარე კამათსაც, რაც ჯანსაღი პროცესია.
რაც შეეხება საკითხს, დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, ქანთარია აღნიშნავს, რომ ჯერ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები