გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელისგან აიღო

პროკურორ მალხაზ გეწაძის განცხადებით, ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღო.
როგორც პროკურორმა საქალაქო სასამართლოში ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის საქმის დაწყებამდე განაცხადა, “დარიოუშს” სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც.
საქალაქო სასამართლოში ბოდოკიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები