დავით ნარმანია: ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ბიზნესისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებაა
ბიზნესსექტორი მერიას ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას სთხოვს.
ამაზე ბიზნესასოციაციის წარმოადგენლებმა თბილისის მერთან შეხვერაზე ისაუბრეს.
ასევე განიხილეს ურბანული დაგეგმარებისა და პრივატიზების საკითხები.
დავით ნარმანიას განცხადებით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა უკვე დაწყებულია.
“ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ადმინისტრაციული პროცედურები გავუმარტივოთ ბიზნესს და ის ნებართვები, ის პირობები, რაც მათ სჭირდებათ ჩვენგან, მიიღონ მაქსიმალურად, რათა სწრაფად განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ დაგეგმილი აქვთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.