ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მისამართით გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (სგწკ) ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი, რომელიც ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავმჯდომარის მოადგილეა. პარტიის ინფორმაციით, საუბარია დიდი ოდენობით (ორ მილიონზე მეტი ლარი) სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, რომელიც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები