გიორგი ვოლსკი: რაღაც თემები არსებობს, რომელზეც მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ნაწილსა და დავით საგანელიძეს შორის შექმნილი უთანხმოება და დაპირისპირება მოგვარდება.”რაღაც თემები არსებობს, რომლებიც მეტ ურთიერთობას და კომუნიკაციას საჭიროებდა. ალბათ, დღევანდელი სიტუაციის მიზეზი ისიც იყო, რომ დეპუტატები აქ არ იყვნენ, პოლიტსაბჭოს სხდომაც ისე ჩატარდა, მე თვითონ საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია”,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
გია ვოლსკის თქმით, ის იზიარებს ზაქარია ქუცნაშვილის და სხვა კოლეგების მოსაზრებას, რის გამოც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მე-20 ხელმომწერი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები