“ჟვანიას საქმის კონფიდენციალური ნაწილი პირდაპირ ეთერში არ უნდა იკითხებოდეს”
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის კონფიდენციალური ნაწილი პირდაპირ ეთერში არ უნდა იკითხებოდეს.
„არ შეიძლება, გამოძიების მასალები ვიცოდე, ისევე როგორც სისხლის სამართლის მასალები. რაც კონფიდენციალური ნაწილია, პირდაპირ ეთერში არ უნდა იკითხებოდეს“, – დასძენს ბესელია.