სოზარ სუბარი: გიორგი გაბუნიამ გამაოგნა, ის ზურაბ ჟვანიას დისკრედიტაციას ცდილობდა
ზურაბ ჟვანის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა, რომელსაც გადაცემის წამყვანის კითხვების კონტექსტი ჟვანიას დისკრედიტაციად მიაჩნია.
სუბარის თქმით, ჟვანიას საქმე, წინა ხელისუფლების მონაწილეობით, გაყალბებული იყო.
“გოგლა ჟვანიამ გადაცემა „არჩევანში“ რაც ილაპარაკა, არაფერი სიახლე აქ არ ყოფილა არც ჩვენთვის, არც საზოგადოებისთვის. მე გამაოგნა, წამყვანის მცდელობამ, რომ როგორმე გაემართლებინა გადაცემის პირველ ნახევარში ვაზაგაშვილის მკვლელი და ყველა მისი სიტყვა, ყველა მისი ცოტატა, ყველა მისი მინიშნება, სწორედ ამისკენ იყო მიმართული და აწყობილი. გადაცემის მეორე ნახევარში კი, როგორ მოეხდინა ზურაბ ჟვანის დისკრედიტაციის მცდელობა. საქმე იყო გაყალბებული და გაყალბებაში მონაწილეობდა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.