სახალხო დამცველი: ვაზაგაშვილების საქმეების ძიებაში დარღვევები არ გამოვლენილა

სახალხო დამცველის აპარატს ამ ეტაპზე ვაზაგაშვილების საქმის გამოძიებასთან შენიშვნები არ აქვს და არც დარღვევები გამოვლენილა, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების დეტალებს საზოგადოებას გააცნობს.
“იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ამ საქმის მიმართ არსებობს, ჩვენ პერიოდულად ვითხოვთ ინფორმაციას, რომ გვქონდეს მასალები მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების შესახებ. შესაბამისად, თუკი რაიმე დარღვევის ფაქტი გამოიკვეთა, ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი ვაზაგაშვილების საქმეზე მონიტორინგს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები