კახი კახიშვილი: გია სოსანაშვილის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა განაცხადა.
„ასეთი კატეგორიის პატიმრებს შესაძლოა, უფრო მეტად ემუქრებოდეთ საფრთხე, ვიდრე სხვა პატიმრებს. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად უზრუნველყოთ მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ბუნებრივია, ლოგიკურად შესაძლოა გაჩნდეს ეს კითხვა, რომ ხომ არ ემუქრება სოსანაშვილს რაიმე პრობლემები, მაგრამ სანამ ადვოკატი რამეს იტყოდა, ჩვენც ვიმსჯელეთ ამაზე და მისი დაცვა გაძლიერებულია“, – აცხადებს კახი კახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები