თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა
თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა – გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გრიგალაშვილმა გადადგომის შესახებ პატაკი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„პატაკის შინაარსი უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ პატაკი საკუთარი სურვილით, სამინისტროს ხელმძღვანელობის სახელზე დაწერა“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ვალერი ზუმბაძემაც.
აღნიშნული მაღალჩინოსნები შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებლები იყვნენ. მათთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა კრიტიკის შემცველი განცხადებები. აღსანიშნავია, რომ ვალერი ზუმბაძე ფოტოგრაფებისა და „ენვერის“ საქმის გამომძიებელი იყო. ზუმბაძისა და გრიგალაშვილის თანამდებობაზე ყოფნას რამდენიმე ექსპერტი ეწინააღმდეგებოდა.