თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: ზვიად ღონიაშვილი მერიის არც ერთ სტრუქტურაში არ არის დასაქმებული
ბოლო დღეების განმავლობაში მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის მერიაში მუშაობს ზვიად ღონიაშვილი, მცდარია – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც მერიაში აცხადებენ, ზვიად ღონიაშვილი მერიის არც ერთ სტრუქტურაში არ არის დასაქმებული.
„ბოლო დღეების განმავლობაში მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის მერიაში მუშაობს ზვიად ღონიაშვილი. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ზვიად ღონიაშვილი მერიის არც ერთ სტრუქტურაში არ არის დასაქმებული“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის თანამშრომელი ზვიად ღონიაშვილი კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი ოპერატიული მუშაკია, რომელსაც გახმაურებულ საქმეებთან ჰქონდა შეხება.