საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბორჯომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული პოლიციელის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს და მის კოლეგებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომელიც გვიცავს თითოეულ ჩვენგანს, იცავს ჩვენს სიმშვიდეს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად სრულდება; მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მადლიერი ვართ მათი თავდადებისათვის და პატივს ვცემთ მათ ღვაწლს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები