ნინო გოგუაძის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქუცნაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას მინიმალური შანსი აქვს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის შესაძლებლობა მინიმალურია.
„ზაქარია ქუცნაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს და ჯერი პრეზიდენტზეა. თუ უმრავლესობა ამბობს, რომ ეს მათთან შეუთანხმებლად მოხდა, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ მისი შანსები თითქმის მინიმალურია“, – განაცხადა გოგოუაძემ.
ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. ქუცნაშვილი უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 11-მა წამყვანმა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები