ეშტონ კარტერი საქართველოს დახმარებას ჰპირდება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილმა ეშტონ კარტერმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, მზადაა აშშ-ის პარტნიორებს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დაეხმაროს – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა “დეფენს ნიუსი” იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, კარტერმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ინტერესები გაატაროს.
“მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს თავისი “გავლენების სფერო”. თუ ჩემი, როგორც მინისტრის კანდიდატურას დაამტკიცებენ, მაშინ მე აშშ-ის პარტნიორებს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დავეხმარები, რომ მათ შეძლონ თავიანთი ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საკუთარი სამხედრო სფეროს ნატო-სთან ფუნქციურად თავსებადობა” , – განაცხადა კარტერმა, რომელმაც გუშინ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს სპეციალური ანგარიში წარუდგინა.
ამას გარდა, კარტერის მოსაზრებით, თუ რუსეთი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ “ის კიდევ უფრო დაუცველი იქნება მომავალში, ვიდრე დღეს არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები