მექსიკის კრემატორიუმში 60 – მდე ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის არიან ბავშვებიც (ვიდეო+18)

  მექსიკის დასავლეთ ნაწილში, აკაპულკოს კრემატორიუმში სახელად “დელ-პასიფიკო” სამართალდამცავებმა 60-მდე გახრწნილი ცხედარი აღმოაჩინეს. მათ შორის არიან სხვადასხვა ასაკის ქალები, მამაკაცები და ბავშვებიც.
კრემატორიუმი რამდენიმე თვის წინ დახურეს და ის აღარ ფუნქციონირებდა. შესაბამისად, არც ამ ცხედრების შესახებ არსებობდა ინფორმაცია. ცხედრების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც უცნაური სუნით შეწუხებულმა მეზობლებმა სანიტარული სამსახური გამოიძახეს. როგორც  “ბი-ბი-სი”იუწყება,” ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომე ვერ ხერხდება, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები