“ბატონი კბილაშვილი უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მან ვერ შეძლო“



არ უნდა ყოფილიყო საჭირო ასეთი ტრაგედია იმისთვის, რომ მობილიზება მომხდარიყო ყველა ძალის და საქმე რამდენიმე დღეში გახსნილად გამოცხადებულიყო – ამის შესახებ თეა წულუკიანმა “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას ე.წ. კორტების საქმის გახსნის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ პროკურატურა 2014 წლის სექტემბრიდან აქტიურად მუშაობდა ამ საქმეზე და სწორ გზაზე იყო დამდგარი.

“სწორ გზაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველ ღონეს ახმარდა ამ საქმის გამოძიებას, რაც მანამდე ასე არ იყო. მე არ გახლავართ პროკურატურის ხელმძღვანელი და თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები, ამაზე პროკურატურის სხვადასხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ. ბატონი კბილაშვილი, უნდა ფლობდეს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც მან ვერ შეძლო, ის, რაც სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, იური ვაზაგაშვილი ბოლო დღეებში იყო იმედიანად და პრაქტიკულად იცოდა, რომ რამდენიმე დღეში საქმე გახსნილად უნდა გამოცხადებულიყო.

“ბატონმა იურიმ იცოდა და რეალურად გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირთ ადრე ის რეგულარულად ხვდებოდა პროკურატურას, როგორც მსხვერპლი. მას ჰქონდა თავისი უფლებები და ამ უფლებების რეალიზაციის მიზნით საგამოძიებო საიდუმლოს წესის დაცვით ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება იმ მოქმედებებზე, რასაც დგამდა პროკურატურა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები