მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო)

“დარღვეული წესრიგი”- ამ ლოზუნგით მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. გახსნით სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 20 ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, 400-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი და ექსპერტი იმყოფება.
მიუნხენის 51- ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია- საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური პრობლემა. მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების “თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა”, 1962 წელს დაარსდა და იგი ამჟამად საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები