არასამთავრობოებმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ანა დოლიძე შესთავაზეს

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანა დოლიძე დაასახელა. არასამთავროებების ინფორმაციით, ანა დოლიძე საკუთარ პრიორიტეტებს თავად წარადგენს, თუმცა, მისი მთავარი მიზანი სასამართლოს სისტემისთვის ნდობის აღდგენაა.
„მთელი ჩვენი საინიციტივო ჯგუფის მხრიდან პიროვნული და პროფესიული მოლიდინი არის ის, რომ ანა დოლიძე უპასუხებს იმ პრობლემას, რომელიც დღეს სასამართლოს წინაშე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი – სასამართლოს ნდობის არ არსებობაა. ასე რომ, პირველი, რასაც ანა დოლიძე საქართველოში უპასუხებს, თუ ის იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არის ნდობა, ნდობის დაბრუნება და ნდობის აშენება სასამართლო სისტემის მიმართ“, – აცხადებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები