თინა ხიდაშელი: პირის ამოკერვას არ ვაპირებ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დეპუტატი თინა ხიდაშელია წარდგენილი.
ხიდაშელის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ორგანიზაცია “კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგამ” შესთავაზა.
დეპუტატი წარმდგენ პირებს მადლობას უხდის, თუმცა მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი არ აქვს.
„მე აქტიური პოლიტიკოსი ვარ და პირის ამოკერვას არ ვაპირებ, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ენა უნდა ამოიკეროს. მეორეც, ძალიან სერიოზული ინტერესთა კონფლიქტია, თუ ერთი ოჯახიდან ხელისუფლების ორი შტო იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, ჯერ ძალიან ბევრი წელი მაქვს წინ იმისთვის, რომ ისეთი სამსახური დავიწყო, სადაც უნდა დავდუმდე, მანტია ჩავიცვა და მხოლოდ სასამართლო დარბაზში ვილაპარაკო. ამისთვის ახალგაზრდა ვარ”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.