ბუპრენორფინი, მეტადონი, ჰეროინი – შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გეგი ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, მეტადონი და ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PDnILa6ujHU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები