ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი გუშინ გორის კომბინატის კულტურის სახლში რეგიონის ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრისას მას გორში სტალინის ძეგლის აღდგენა მოსთხოვეს.
ვეტერანთა ნაწილმა ირაკლი შიხიაშვილს მოუწოდა, სტალინის ძეგლის დაბრუნების სურვილის შესახებ ხელისუფლებამდე მიიტანოს ამბავი, რაზეც ირაკლი შიხიაშვილისგან თანხმობა მიიღო.
„მე და, რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანი უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს და მის ნათქვამ სიტყვას ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს. უწმინდესი ყოველ 21 დეკემბერს პანაშვიდს უხდის სტალინს. მოიხსენიებს მის სულს. აქედან გამომდინარე, ვინც მტარვალი და ქვეყნის დამაქცევარია, უწმინდესი ისეთ კაცს პანაშვიდს არ გადაუხდის. უწმინდესმა მითხრა, რომ ის იყო უკანასკნელი, ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფეო, მე მჯერა მისი“, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
შიხიაშვილთან შეხვედრის ვიდეომასალა qartli.ge -მ გაავრცელა.