“კონსტანტინე ქავთარაძესა და მალხაზ მიქელაძეს როტაციის ვადა ამოეწურათ და სამშობლოში დაბრუნება ისურვეს“

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩებს – კონსტანტინე ქავთარაძესა და მალხაზ მიქელაძეს როტაციის ვადა ამოეწურათ და სამშობლოში დაბრუნება ისურვეს.
რაც შეეხება რამდენიმე სხვა ელჩს, რომლებსაც ასევე ამოეწურათ როტაციის ვადა, საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ელჩის პოზიციაზე ყოფნის ვადა 6 თვით, ან 1 წლით გაუგრძელდათ.
შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე თანამდებობებს დატოვებენ. მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადებით, მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვის წარადგენენ ელჩად საქართველოდან ქავთარაძისა და მიქალაძის ნაცვლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები