ირაკლი ფირცხალავა: არც მიმალვას, არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ ვაპირებ…
ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურორს მიმართავს
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებელი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურორს მიმართავს.
იგი მზადაა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
„მივმართავ პროკურატურას და ვაცხადებ: არც მიმალვას, არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ ვაპირებ. მივუთითე ჩემი ტელეფონები, რაზეც შეუძლიათ დამიკავშირდნენ, დამკითხონ ან დამიბარონ და დამაკავონ“, – განაცხადა ფირცხალავამ.