სოზარ სუბარი ოჯახთან ერთად „ლამპრობის“ დღესასწაულს დაესწრო (ვიდეო)

დღეს სვანები ადრე საგაზაფხულო დღესასწაულს „ლამპრობას“ აღნიშნავენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დმანისში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში „ლამპრობის“ დღესასწაულს ოჯახთან ერთად დაესწრო.
„ლამპრობა“ უძველესი სვანური დღესასწაულია, რომელიც წმინდა გიორგის სახელს ეძღვნება. მისი მიზანი იყო მოსავლიანობისა და საქონლის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ლამპრების რაოდენობა ოჯახში მამაკაცების რაოდენობით განისაზღვრება: ერთი ლამპარი მზადდება ოჯახის სახელზე, რასაც ემატება კიდევ იმდენი ლამპარი, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები