თბილისის მერი გეგი ნიჟარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ აპირებს
თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ის თბილისის საკრებულოს ზედამხედველობის უფროსის, გეგი ნიჟარაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არ აპირებს.
თბილისის მერის განმარტებით, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია, რადგან ისინი ახორციელებდნენ ფარულ ჩაწერას.
„ეს იყო მათ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ვინაიდან ისინი ახორციელებდნენ ფარულ ჩაწერას, რაც მათი ცხოვრების სტილია, ვინაიდან მათ გამოიყენეს ისეთი მიდგომები, რაც არ ჯდება ჩვენი მართვის სტილში და პრინციპებში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოში თანამშრომელთა საკონკურსო გასაუბრებაზე კომიის წევრებმა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელს, კონკურსანტ კახაბერ ბუსკივაძე ფარული კამერა აღმოუჩინეს. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ბუსკივაძეს და გეგი ნიჟარაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.