სოსო რობაქიძე: იურიმ მითხრა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცა მითვალთვალებსო
ბუტა რობაქიძის მამის სოსო რობაქიძის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე იური ვაზაგაშვილმა მას უთხრა, რომ თვალთვალის განცდა ჰქონდა. ამის შესახებ სოსო რობაქიძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
რობაქიძის თქმით, იური ვაზაგაშვილს ვინმეს მხრიდან მისი მისამართით მუქარის არსებობის თაობაზე არაფერი უთქვამს.
“იურის მუქარაზე არასოდეს არ უსაუბრია, მაგრამ მკვლელობამდე ერთი-ორი კვირით ადრე მას მეგობართან ერთად როცა შევხვდი, მითხრა – ეს სამი კვირაა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცა მითვალთვალებსო, ანუ თვალთვალის განცდა ჰქონდა“, – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.