სულხან მოლაშვილი: საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობამ უნდა იგრძნოს
ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ დღევანდელ ხელისუფლებას, საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იგრძნოს მთავრობამ, – ასე გამოეხმაურა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს.
როგორც სულხან მოლაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში ის განცხადებები გააჟღერა, რაც შეიძლებოდა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გაეკეთებინა.
„არ უნდა მიეცეთ საშუალება ბნელ ძალებს, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ამ შეფსებებით ისარგებლონ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თითოეული შეფასებისას შესაძლოა, არსებული ხელსუფლება აღმოჩნდეს წაგებული, და ამ ნიადაგზე ქულები მოიხვეჭონ „ნაცონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ დღევანდელ ხელისუფლებას, საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იგრძნოს მთავრობამ. მე მესმის შეძახილები, რომ ბატონ ბიძინას გარკვეული შეფასებები არ უნდა გეკეთებინა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ისეთი განცხადებები, როგორიც უნდა გაეკეთებინა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. კარგად უნდა დავაკვირდეთ ხელისუფლების გარემოცვას, რომელმაც ძალიან საშიშ მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ, ასეთ საკითხებზე, ბიძინა ივანიშვილის მაგივრად, უნდა ისაუბროს იმ ხალხმა, ვისაც ევალება საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და უსაფრთხოებითი ღონისძიების გატარება”, – განაცხადა სულხან მოლაშვილმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე გამართულ პრესკონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის” და „წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ 31 იანვარს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა.
„მე ამ აქციას დავარქმევდი ერთგვარი მხარდაჭერის აქციას – სამართალდაცვით სისტემაში მომუშავე იმ ხალხისადმი, ვინც მოწადინებულია, იური ვაზაგაშვილისთვის მოწყობილი ტერაქტი გახსნას. ეს აქცია მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზცია სურს. ხალხი არაა ისე ჭკუანაკლული, რომ ვერ გაარჩიოს შავი და თეთრი. ყველა ხვდება, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა ეს არის, კონსტიტუციური და სამართლებრივი განვითარების გზა. აუცილებელია ხელისუფლებისა და ხალხის მჭიდრო თანამშრომლობა. ხელისუფლებამ კი, აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ხალხი, ზემოთქმულის აუცილებლობაში დაარწმუნოს”,- განაცხადა სულხან მოლაშვილმა.