დავით ცინარიძის მეუღლის პირველი კომენტარი – ეკა ყუშიტაშვილი ჩვენი ნათესავი არ არის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავით ცინარიძის მეუღლე მანანა ბოლოთაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ეკა ყუშიტაშვილის ირგვლივ განვითარებულ სკანდალთან დაკავშირებით, სადაც დავით ცინარიძის გვარმაც გაიჟღერა, პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს.

10947676_798623230174309_2015228736_nმანანა ბოლოთაშვილი ეკა ყუშიტაშვილთან მისი ოჯახის ნათესაურ კავშირს უარყოფს და სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ყუშიტაშვილი მისი დეიდაშვილია. მას ეჭვი იმაშიც ეპარება, რომ ყუშიტაშვილი მის მეუღლეს რეალურად იცნობს.

ბოლოთაშვილი საკითხის ირგვლივ ბოლო დღეებში გამოთქმულ სხვადასხვა ვერსიებსაც აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი სპეკულაციებით მისი და დავით ცინარიძის ოჯახის სიმტკიცე ვერ შეირყევა.

დავით ცინარიძემ და მანანა ბოლოთაშვილმა ოჯახი 10 წლის წინ შექმნეს, მათ 2 გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავთ.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა ყუშიტაშვილს ჩემს ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, როცა საქმე კეთდება და დაკისრებულ მოვალეობას ადამიანი კარგად ასრულებს, ეს გარკვეულ ძალებს არ მოსწონთ და ცდილობენ, რაიმე გზებით მისი რეპუტაცია შელახონ.

10941746_798620686841230_697010567_nროდესაც ჩემი მეუღლე აღნიშნულ პოსტზე ინიშნებოდა, ეს გაცნობიერებული გვქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, მე და ჩემი შვილები ჩრდილში დავრჩებოდით. გული მწყდება  იმ ჩემს „მეგობრებზე“, რომლებმაც ფეისბუქის ჩემი გვერდიდან  ოჯახური ფოტოები დაუკითხავად გაავრცელეს, თვეების წინ დაწერილ სტატუსებს კი ინტერპრეტაცია გაუკეთეს. ეჭვი მეპარება, რომ ქალბატონი, რომელმაც ჩემი მეუღლის სახელი ახსენა, მას რეალურად იცნობდეს, თუმცა  მეც ყოფილი პოლიციელი ვარ, პოლიციელის ოჯახში გავიზარდე და ვიცი, რას ნიშნავს ეს სტატუსი – ძალოვანი უწყების თანამშრომლებს სხვადასხვა ფენის საზოგადოებასთან ურთიერთობა უწევთ.

გამოძიება მინდინარეობს. ვიდეოკადრების ავ-კარგიანობა დადგინდება და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი მეუღლე არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აირიდებს თავიდან, ან პრობლემებს გაექცევა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს დაწყებული სპეკულაციები ჩვენი ოჯახის სიმტკიცეს ვერ შეარყევს“,- განუცხადა „კვირას“ მანანა ბოლოთაშვილმა.

10949834_798624770174155_1831962731_nაღსანიშნავია, რომ გუშინ მედიაში  მანანა ბოლოთაშვილის მიერ ფეისბუქზე  10 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატუსი გავრცელდა:

“10 წელი….როცა მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ,  ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, როცა ამას საყვარელი ადამიანი გაგრძნობინებს”, – წერდა მანანა ბოლოთაშვილი.

10406673_808357519206312_2905319056289702121_nშეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ 2 ვიდეო  გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი   საგზაო წესების დარღვევისთვის მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილს აჩერებს, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ცინარიძეს ურეკავს და მას ჯარიმის აცილებას სთხოვს.

მოგვიანებით ეკა ყუშიტაშვილმა განაცხადა, რომ ის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს რეალურად არ იცნობს. მისივე თქმით, ის  ტყუილს ამბობდა ამ ვიდეოშიც და სხვა დროსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები