გიორგი მარგველაშვილს უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე შეხვდება. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციების ფორმატზე შეთანხმების მიზნით გაიმართება.
როგორც დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საგანელიძემ განუცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრის კიდევ ერთი თემა მისი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მოსვლის საკითხიც იქნება.
დავით საგანელიძე პრეზიდენტს უკვე დაუკავშირდება. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი შეხვედრის თარიღი.