„იურის ყველაზე დიდი მტერი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო“

„ ბატონი იურის ყველაზე დიდი მტერი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ის 2006 წლიდან არა მარტო შვილის მკვლელებს, არამედ უკვე მთლიანად რეჟიმს ებრძოდა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
ქანთარიას განცხადებით, იური ვაზაგაშვილმა თვითმიზნად უსამართლობასთან ბრძოლა გაიხადა და ამას შეეწირა კიდეც. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი პოლიტიკური მკვლელობა იყოს.
„ ეს იყო ტერორისტული აქტი, ბატონი იურის ლიკვიდაცია მოხდა. ეს ალბათ დაგეგმილი აქტი იყო, ხოლო ის, თუ სად, როდის და როგორ დაიგეგმა გამოძიება, უსწრაფესად უნდა დადგინდეს. ბატონი იურის ყველაზე დიდი მტერი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ის 2006 წლიდან არა მარტო შვილის მკვლელებს, არამედ უკვე მთლიანად რეჟიმს ებრძოდა. მან თვითმიზნად უსამართლობასთან ბრძოლა გაიხადა და ამას შეეწირა კიდეც. ეს შესაძლოა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილიყო. გამოძიების კვალი უკვე შემსრულებლებისკენ მიდოდა. უახლოეს ხანში მათთვის ბრალის წაყენება უნდა მომხდარიყო და მათ დაასწრეს. ეს არის დარტყმა ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის დარტყმა ჩვენს საზოგადოებაზე და ავტორებმა და შემსრულებლებმა ადეკვატური პასუხი უსწრაფესად უნდა მიიღონ. შესაძლოა, ეს პოლიტიკური მკვლელობა იყოს“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები