“ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს”

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ყოფილმა ქართველმა მაღალჩინოსანმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე, გია გეწაძემ განაცხადა.
როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილი აქტიურად არის ჩართული ანტიკორუფიული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. განიხილება თუ არა კვლავ ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა ანტიკორუფიული სააგენტოს თავჯდომარის თანამდებობაზე, გია გეწაძე ინფორმაციას არ ფლობს.
გეწაძის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ჩადის და ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობს.
“ზურაბ ადეიშვილი ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც მუშაობს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე, რამდენადაც ვიცი, ექსპერტის რანგში. რაც შეეხება მის ოფიციალურად დანიშვნას, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. ვიცი, რომ გამოცხადებულია კონკურსი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ვერ გეტყვით ამ პოსტზე ზურა ადეიშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არა მხოლოდ უკრაინის მთავრობას, ის კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყნის მთავრობას. საქართველოში ის ძებნილია, თუმცა, მეორე მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს კონსულტაციებს აძლევს და მთავრობები მას უსმენენ”, – განაცხადა გეწაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები