ნიგერში „Charlie Hebdo“–ში ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის კიდევ ერთხელ დაბეჭდვის ფაქტმა არეულობა და ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობის განრისხება გამოიწვია. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს. ათასობით პროტესტანტმა ქვეყნის დედაქალაქ ნიამეისა და სხვა ქალაქებში არეულობა მოაწყვეს. დემონსტრანტებმა ქვეყანაში პროტესტის ნიშნად შვიდი ქრისტიანული ტაძარი დაწვეს, ხოლო პოლიციელებს, რომლებიც მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ – ქვების სროლა დაუწყეს. არეულობები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დაფიქსირდა. ქალაქ ზინდერში არეულობების შედეგად არანაკლებ 5 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 45 კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. „Reuters“–ის ინფორმაციით, მათგან ერთ–ერთი კათოლიკურ ტაძარში ცოცხლად დაიწვა.