ხვთისო ტურძილაძე –  მალე  საქართველოში პირველი ეროვნული ბილიკი გაიხსნება

პატარა კარავი, საძილე ტომარასამყოფი საჭმელ-სასმელი, ფანარი, რუკა და ალბათ ბევრი სხვაც. ეს ის ტრიბუტებია, რომლებიც სულ თან დააქვს.  ფეხით  მოვლილი საქართველოს კუთხე-კუნჭულები  ბუნების სილამაზესთან ზიარება, ახალახალი აღმოჩენები და ბევრი შთაბეჭდილება, –  ეს  ის ნაგროვები საგანძურია, რომელსაც, გამოცდილებასთან ერთად, ჩვენი მოგზაურის აბგაში გაცვეთილი დღიური სათუთად ინახავს, – იქნებ მომავალში ზოგისთვის სათავგადასავლო წიგნადბევრისთვის შთაგონების წყაროდ, ან სულაც ჯადოსნურ სამყაროსთან ზიარების გზამკვლევად გადაქცეული.  ამბობს, რომ მასაც ბევრჯერ დახმარებია საყვარელი მწერლის ჰემინგუეის   კილიმანჯაროს თოვლიანი მთები“, რომელსაც თავის დროზე მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. “ბევრჯერ გამჭირვებია, მოვყოლილვარ ქარბუქში, ზვავშიც კი და ზუსტად ეს ნაწარმოები გამხსენებიაიცი, არავის ვუსურვებ, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო, რომ ჰემინგუეის მიუხვდე“...–  მოლაშქრეთა ფედერაციის პრეზიდენტი ხვთისო ტურძილაძე.

– ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ…
– დავიბადე თბილისში, საბურთალოზე და დღემდე აქ ვცხოვრობ… იმ კატეგორიის ხალხში ვარ, თბილოსელობით რომ ამაყობენ… დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ამას უცნაური ისტორია აქვს… მამაჩემი ძალიან ცნობილი ქირურგია – როდამ ტურძილაძე. დედა იმ პერიოდში გაიცნო, როდესაც რესპუბლიკურში მუშაობდა. დედა თამრიკო გვარაძეც იქ მუშაობდა… ექიმების ოჯახში გავიზარდე და ტრადიციულად მეც სამედიცინოზე ვაბარებდი. თუმცა სახლში არასდროს არაფერში მზღუდავდნენ. მახსოვს, მისაღებ გამოცდებამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, რომ დავფიქრდი, თუ რეალურად რა პროფესია მინდოდა. მეორე დღესვე ვუთხარი მამაჩემს, რომ სამხატვრო აკადემიაში მერჩივნა სწავლა. შევატყე, ძალიან ეწყინა,  თუმცა ხმა არ ამოუღია. ცოტა ხანში დამირეკა და თავის მეგობარ მხატვარს შემახვედრა კონსულტაციისთვის. ასე გავხდი არქიტექტორი… აკადემიაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ცხოვრებისეულ დეტალებში ჩამოვყალიბდი. ხელოვნება დავაფასე და ბევრად დავიხვეწე. ვამაყობ ჩემი ოჯახის წევრებით. ბევრი რამ მასწავლეს მშობლებმა. მათი დამსახურებაა, რაც კარგი თვისება მაქვს.  მყავს ერთი ძმა – ლევანი . .. ჩემზე პატარაა. სწავლობს უნივერსიტეტში და მუსიკით არის გატაცებული..1977319_910540595646788_4234123564572772785_n
დღეს ვმუშაობ ჩემი პროფესიითაც. თუმცა მაქვს მეორე პროფესიაც, საიდანაც მიცნობს ხალხი. მოლაშქრეთა ფედერაცია.
– ეს ჰობი იყო, რომელიც პროფესიად იქცა?
– დიახ, ეს ჰობი იყო ისევე როგორც ბევრი სხვისთვის, თუმცა  პროფესიად გადაიქცა. დღეს მოლაშქრეთა ფედერაცია სერიოზული ორგანიზაციაა, ბევრ რამეს აკეთებს, აწესრიგებს ინფრასტრუქტურას, არეგულირებს სხვადასხვა ჯგუფის გასვლებს. მოლაშქრეთა კლუბების რაოდენობა, 2013-14 წლებთან შედარებით, 12 -ჯერ გაზრდილია, რაც სწორედ ფედერაციის დამსახურებაა. თუმცა მე ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი სკოლებში ლაშქრობის პოპულარიზაციაა… სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო ამ თემით დაინტერესებული არ არის… ტრადიციული ექსკურსიები ურჩევნიათ ჯანსაღ, მეტად პროდუქტიულ გასვლებს. თუმცა ძალიან გვეხმარება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ზაფხულისთვის ბევრ ერთობლივ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ. მეამაყება, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ ფედერაციაში. ბედნიერი ვარ, რომ იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს. ძალიან საამაყოა  ასევე არქიტექტორობა. საოცარი გრძნობაა, როდესაც საკუთარ შემოქმედებას უყურებ. ძალიან მიყვარს ჩემი ორივე საქმე.
– ბავშვობაში ნანახი სათავგადასავლო ფილმი, ან წაკითხული წიგნი, რომელმაც დიდი გავლენია მოახდინა თქვენს  მომავალ ცხოვრებაზე.
– ალბათ მაინც ჰემინგუე – „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“… ბევრჯერ გამჭირვებია, მოვყოლილვარ ქარბუქში, ზვავშიც კი და ზუსტად ეს ნაწარმოები გამხსენებია. იცი, არავის ვუსურვებ. მაგრამ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო, რომ ჰემინგუეის მიუხვდე…
– სპორტის  კიდევ რომელ სახეობას გამოყოფდით?
– მოგეხსენებათ, ლაშქრობაც სპორტული ტურიზმის სახეობაა… სპორტის დიდი მოყვარული ვარ, განსაკუთრებით მიყვარს რაგბი… არაფერი მირჩევნია ბორჯღალოსნების თამაშის ყურებას ლუდით ხელში.
– გამოცდილება, გადამხდარი ამბავი, რომელმაც კიდევ უფრო გაგაძლიერათ და დაგარწმუნათ  საკუთარ შესაძლებლობებში.10384654_910540562313458_7720773494830242416_n
– კურიოზული შემთხვევები, რა თქმა უნდა, მრავლად ყოფილა,  მაგრამ ამბავი, რომელმაც გამაძლიერა და დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობაში, ალბათ, მაინც ის არის, რომ მე  ერთადერთი ვარ, ვინც დაარღვია მსოფლიოს ყველა კონვენცია, და დაუწერელი კანონი და პრეზიდენტი წაიყვანა ურთულეს სალაშქრო ბილიკზე. ბოლო მომენტამდე ვერ ვიჯერებდი, რომ ბატონი სააკაშვილი გარისკავდა და წამოვიდოდა. დაცვის წევრებიც კი ვერ იჯერებდნენ, თუმცა 2013 წლის მოლაშქრეთა ფესტივალზე, ეგრისის ქედზე ულამაზეს ტობავარჩხილის ტბათა სისტემის სანახავად მაინც ავიყვანეთ მიშა. ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქციებიც მოჰყვა ჩვენი მისამართით, მაგრამ დღემდე არ მაინტერესებს მათი აზრი. მთავარია, რომ ხალხმა გაიგო ულამაზესი ტობას არსებობის შესახებ. P.S. ბატონ მარგველაშვილთან ერთადაც სიამოვნებით ვილაშქრებდი.
– ფათერაკების მაძიებელი ადამიანი ხართ?
 არ ვარ… მე მიყვარს თავგადასავლები, მაგრამ არა ფათერაკები. ვცდილობთ, ლაშქრობა უსაფრთხო, მაგრამ საინტერესო იყოს. სწორედ ამისთვის ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას და ვატარებთ ტრენინგებს. სხვათა შორის, მარტიდან ფიზკულტურის ინსტიტუტში მოლაშქრე გიდის ფაკულტეტი იქმნება, ანუ მოლაშქრე გიდების სერტიფიცირება სახელმწიფოს მიერ მოხდება. ძალიან კარგი ამბავია.
– როგორ ირჩევთ მოლაშქრეებს?
– მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილების მიხედვით. ყველაზე რთულ ბილიკებზე გამოცდილი მოლაშქრეები მიგვყავს, მარტივ ლაშქრობაში წამოსვლ ყველას შეუძლია.
 – გამოცდილი მოლაშქრის რჩევები დამწყებ მოლაშქრეებს.10603342_910540558980125_8242243411048673922_n
– 
ვურჩევ ისიამოვნონ გარემოთი, ეძებონ თავგადასავლები და არა ფათერაკი.. გაუფრთხილდნენ ბუნებას, ბევრი ხატონ, წერონ, იმღერონ და იგრძნონ სრული თავისუფლება ზედმეტი რისკების გარეშე.
– ბუნების გაკვეთილი.
– ბევრი დაუწერელი კანონის პარალელურად დაწერილი ეთიკის ნორმებიც არსებობს. მიუხედავად სრული თავისუფლებისა, არსებობს მცირე აკრძალვები, ისევ მოლაშქრეების უსაფრთხოებისთვის. იყავი თავისუფალი, მაგრამ იცოდე ბანაკის სწორად გაშლა, ცეცხლის შესაბამის ადგილზე დანთება, იცოდე, რომელი სოკო იჭმევა და რომელი არა… არსებობს გავრცელებული სტერეოტიპი, რომ კამუფლირებული სამხედრო ფორმით კომფორტულია ლაშქრობაში სიარული. ეს სიცრუეა. არსებობს სალაშქრო ბრენდები, რომელთა სამოსიც ბევრდ კომფორტულია. კამუფლირება კი მოლაშქრეს არაფერში სჭირდება, ის არ იმალება, ის უნდა ჩანდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არავინ შეიზღუდება. უბრალოდ, ლაშქრობა მეტად უსაფრთხო და სასიამოვნო იქნება. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან უსაფრთხოებას,  ძალიან კვალიფიციური ინსტრუქტორები გვყავს. ამ ბიჭებმა და გოგოებმა კარგად იციან თავიანთი საქმე. მათ გვერდით ყველზე მშვიდად შეგიძლიათ იგრძნოთ თავი.
– რას ინახავს მოლაშქრის დღიური?
–  უამრავ აღმოჩენას. აი ნამდვილი თავგადასავალია, რამე ახალ მღვიმეს ან სამარხს რომ პოულობ შემთხვევით, ან თუნდაც ახალ ჩანჩქერს და ტბას. ასეთი კი უამრავია საქართველოში. ვერ გამოვყოფ. შთაბეჭდილება ყველგან სხვადასხვანირია..
სევდიანი ღამე

გუდანელი აჩაღებდა კოცონს,
დარიალზე კვლავ ეულად ძოვდნენ,
ნუთუ მხოლოდ ის ნაბადი მომწონს,
რასაც გუშინ ხევსურები მთხოვდნენ.

 კარვის შლისას შევაშინეთ ცხორი,
 ბარისპირაც საღაც გამირბოდა,
მთელი ღამე თითქოს ერთიორი
დანგრეული სევდა თან მიმქონდა.

მუხნარიდან დაგვყურებდა ვაჟა,
გზაზე თითქოს არწივები თოვდნენ,
გუდანელი აჩაღებდა კოცონს,
დარიალზე ისევ ისე ძოვდნენ.

– ბევრმა არ იცის,  რომ  მრავალმხრივი ნიჭით ხართ დაჯილდოებული.
– შთაბეჭდილება,  რომელიც  ხშირად  გადაქცეულა პროზად, პოეზიად, მხატვრულ ნამუშევრად, მუსიკად…  მომავალში თუ გეგმავთ, საზოგადოებამ სხვა კუთხითაც გაგიცნოთ.
– დიახ,  ბევრი ლექსი,  ნახატი მაქვს. სიმღერებსაც  ვწერ. უბრალოდ ვფიქრობ, ჯერ არ ღირს ამ თემებზე საუბარი. საერთოდ არაფერს ვგეგმავ. ყველაფერი თავისით მოდის ხოლმე. თუ საჭირო იქნება, ალბათ, ოდესმე ასეც მოვიქცევი (იღიმება).
– კავშირი შემოქმედთან…
– ბუნება… ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მე ღმერთის მწამს. არ ვარ ათეისტი, თუმცა ხშირად არ დავდივარ ეკლესიაში. სამაგიეროდ, ხშირად ვესაუბრები ხოლმე მას სადმე, რომელიმე გორაკის წვერში რომ განვმარტოვდები. აღსარებას ხშირად ვერ ვაბარებ, თუმცა ყველაზე გულახდილი საუბრები გვაქვს კოცონის ირგვლივ. ვფიქრობ, მატერიალური ნაკლებად მნიშვნელოვანია ყველაფერი და მთავარი რწმენაა. გწამდეს ღმერთის. გწამდეს, რასაც ქმნი, კარგი გამოვა. გწამდეს, რომ სიკეთით უნდა იცხოვრო, დანარჩენი თავისთავად მოვა.
– ადგილობრივებთან ურთიერთობა…10929097_910540588980122_269516518149849948_n
– ადგილობრივებთან ურთიერთობა ცალკე აკადემიაა. ძალიან საინტერესოა თათარ გლეხთან ღმერთზე საუბარი ალგეთის მიყრუებულ სოფელში, ან თუნდაც მწვერვალ შხარას ყურება უშგულში, არაფერი სჯობს ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი შენობის, მყინვარწვერის მეტეოსადგურის გვერდით ჩამოჯდომას, კონიაკიანი ყავის დალევას და საქართველოს ყურებას ზემოდან. აქეთ ჯავახეთია, მთელი თავისი მკაცრი ბუნებით და მისტიკით. მოკლედ თუ დადიხარ, ბევრი რამ გაგაოცებს. ძალიან ბევრი.
– სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავთ თვალებში?
– კი, ორჯერ (ნახევრად ხუმრობით), როდესაც დათვი შემხვდა ერთ – ერთი ლაშქრობის დროს და როდესაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი „ამერიკული მთები“ გამოვცადე.
– შიშის დაძლევის რა რეცეპტი გაქვთ?
– ლაშქრობაში სრული თავისუფლებაა. მოლაშქრეებისთვის ბევრი ბუნებრივი რეცეპტი არსებობს. მე, მაგალითად, ერთ მათარა სპირტიან სასმელს ვამჯობინებდი.
– საოცნებო ქვეყანა.
– აღმოსავლური კულტურა ძალიან მიზიდავს, სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად ტიბეტში, ნეპალში ან კამბოჯაში.
– ახდენილი და აუხდენელი ოცნება.
– რამდენიმე ოცნება მქონდა, რომელიც ავიხდინე. თუმცა კიდევ დამრჩა… შარშან შევძელი და ბავშვობის ოცნება ავიხდინე, როდესაც Rolling Stones-ს   ცოცხლად მოვუსმინე. იმედი მაქვს, ტიბეტსაც მალე ვნახავ..
– მომავლის გეგმები.
– სამომავლოდ ვაპირებ ფედერაცია “ფეხზე დავაყენო”, მოვიპოვო სახელმწიფო მხარდაჭერა და განვახორციელო ის გეგმები, რაც ჩავიფიქრეთ. ძალიან მინდა ქართველებმა იმის დაფასება ვისწავლოთ, რაც ღირებული გაგვაჩნია. ძალიან მაღიზიანებს მდაბიო აზროვნების სიჭარბე, ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი მენტალიტეტში. არ მომწონს, რუსული უგემოვნო  სიმღერები რომ უყვარს ერს, არავის ვთხოვ ანდერგრაუნდში ჩავიდეს და როკ-ენ-როლს უსმინოს, მაგრამ გაგიგიათ, რომელიმე ტაქსის მძღოლი „მრავალჟამიერს“ რომ უსმენდეს? ტეხავს. არ ვაფასებთ ღირებულს. დიდი იმედი მაქვს, მალე მოვიშორებთ რუსულ გავლენას და ევროპული ღირებულებების შეძენას დავიწყებთ. მე ვფიქრობ, ლაშქრობა ბევრ რამეს ასწავლის ადამიანს, ბევრ რამეზე დააფიქრებს… უახლოეს მომავალში ვაპირებთ საქართველოში პირველი ეროვნული ბილიკის გახსნას. ეროვნული ბილიკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ეს დაგვეხმარება, რომ ლაშქრობა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეროვნული ღირებულება გახდეს. საამაყო იყოს სიარული ბუნებაში და შენი ქვეყნის ისტორიული და ბიომრავალფეროვნების დათვალიერება. ამას აუცილებლად შევძლებთ.

 ირმა მირზაშვილი 

14029_910540608980120_5046333883608027139_n

10460638_910540602313454_2124531998984040098_o

10931405_910540612313453_4880780264695342008_n

10933736_910574518976729_3654976877156639855_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები