ხანძრის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პირველად აღნიშნავს შობას(ფოტო)

ხანძრის გაჩენიდან 5 წლის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, პირველი საშობაო მესა ჩატარდა,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

შობის ღამეს საკათედრო ტაძარში ოთხი განსხვავებული წირვა გაიმართა. ღვთისმსახურების დროს მღვდელმა ჰენრი დე ვილფრანშმა თქვა, რომ ტაძარი რწმენის, ერთიანობის და იმედის სიმბოლოა.

ინფორმაციისთვის, 2019 წლის 15 აპრილის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ, ნოტრ-დამი საზოგადოებისთვის დეკემბრის დასაწყისში გაიხსნა. ხუთწლიანი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, მთელი მსოფლიოდან 960 მილიონი ევრო იქნა შეწირული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები