ფოთში “კოლხეთი 1913”-ის სტადიონის საფარის სრული რეაბილიტაცია სრულდება

ფოთში, “კოლხეთი 1913”-ის სტადიონის მინდვრის საფარის სრული რეაბილიტაცია სრულდება.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოედანზე რულონური სპორტული ბალახი დაიგო, სრულად შეიცვალა საფუძველი, სადრენაჟე და საირიგაციო სისტემა.

განხორციელებული სამუშაოები ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.

ბექა ვაჭარაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდს ქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,დაპირებისამებრ, “კოლხეთი 1913″-ის სტადიონის საფარის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. დარწმუნებული ვარ, ახალი საფეხბურთო სეზონის მატჩები, ფოთელი გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე გაიმართება. მადლობას ვუხდი მუნიციპალური განვითარების ფონდს, ჩვენ ქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 3 203 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები