მოზამბიკში დაკრძალვის ცერემონიაზე 72 ადამიანი ლუდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა (ვიდეო)
მოზამბიკში დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიაზე 72 ადამიანი ლუდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, კიდევ 36 დაზარალებული საავადმყოფოში რჩება, საერთო ჯამში კი სამედიცინო დახმარებას 150 ადამიანმა მიმართა. ამ ინფორმაციას „Associated Press“–ი ავრცელებს.
ინციდენტი პროვინცია ტეტეში 2 დღის წინ დაფიქსირდა, თუმცა თავდაპირველად 56 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ცნობა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სასმელში ნიანგის ნაღველი შეურიეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასრი, რომელშიც ლუდი მოიხარშა, ინციდენტის შემდეგ დაიკარგა, რაც ძალზე ართულებს გამოძიების მსვლელობას. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ზეფერინო სანდეს სიტყვებით, პოლიციას არ გააჩნია სამხილები, რომელიც მიუთითებდა იმაზე, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
ირლანდიური გაზეთის „Independent“–ის ინფორმაციით, ლუდით მოიწამლა მხოლოდ ის პიროვნებები, რომლებმაც სასმელი დღის მეორე ნახევარში მიიღეს. პოლიციის აზრით, ლუდი მოიწამლა მაში, როდესაც ცერემონიის მონაწილეები სასაფლაოზე გაემართნენ. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობილი გახდა, რომ დაღუპულებს შორის ლუდის დამზადებაზე პასუხისმგებელი ქალბატონი და მისი ოჯახის წევრებიც არიან.