გიორგი მარგველაშვილმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ როგორც პირველ ქალბატონს, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ხორვატიის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, ხორვატი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. პატივისცემით, გიორგი მარგველაშვილი“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები