ყაზბეგში დარჩენილი მოქალაქეები თბილისში გადმოიყვანეს (ვიდეო)

ყაზბეგში დარჩენილი მოქალაქეები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით თბილისში გადმოიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაშია ასახული, უცხოელი ტურისტები საქართველოს მთავრობას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობას უხდიან დახმარებისთვის, რომ ისინი „თოვლის ტყვეობისგან“ გათავისუფლდნენ.
ყაზბეგში დარჩენილი მოქალაქეების გადმოსაყვანად იქ შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა და მათ მედიკამენტები და საჭირო პროდუქტებიც ჩაუტანეს.
სტეფანწმინდაში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, საჭირო მედიკამენტები გადაეცა სოფელ სიონში მცხოვრები კიდევ ერთი მცირეწლოვანის, ცოტნე ფანჯიაშვილის ოჯახს.
გუდაურის საგანგებო შტაბში თათბირი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა გამართა, სადაც დიდთოვლობასთან დაკავშირებით ყაზბეგში არსებული მდგომარეობა განიხილეს. თათბირს მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი ესწრებოდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=j1L1dC4POCs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები