კულტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს
კულტურის სამინისტროში რამდენიმე სამსახური ერთიანდება, ახალ თანამდებობებზე კი გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებიც შეძლებენ. ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ნეკა სებისკვერაძე კულტურის სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო, არ დასტურდება.
გიორგაძის განცხადებით, თანამშრომლების შერჩევა კონკურსის წესების თანახმად მოხდება.
რაც შეეხება სოფო აბულაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ აბულაძემ დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.