„როცა დანაშაული ხდება და მყისიერი რეაგირებაა საჭირო, პროცედურებზე ფიქრი არალოგიკური იქნება“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე ისაუბრა.
ფოფხაძის განცხადებით, ცვლილებები ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს. მისი განმარტებით, როდესაც ხდება დანაშაული და მასზე მყისიერი რეაგირებაა საჭირო, ამ შემთხვევაში პროცედურებზე ფიქრი არალოგიკურია.
„ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ. ეს ადამიანის უფლებებს არ გააუარესებს. როდესაც ხდება დანაშაული და მასზე მყისიერი რეაგირებაა საჭირო, ამ შემთხვევაში პროცედურებზე ფიქრი არალოგიკური იქნება. ბიუროკრატიული პროცედურებით, რომელიც გასაღდება ადამიანის უფლებათა დაცვად და რეალურად იქნება ხელისშემშლელი იმისათვის, რომ კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდეს. ჩვენი, როგორც კანონმდებლების მიზანი არის ის, რომ არ შეეშალოს ხელი პროცედურას. ისეთი სამართლებრივი საფუძველი უნდა შევუქმნათ ძალოვნებს, რომ მათ მოქმედებები არ გაუჭირდეთ, მაგრამ თუ ისინი ამას არაფროფესიონალურად გამოიყენებენ, ამაზე მათ პასუხისგება მოუწევთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები სამართალდამცავებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უფლებას აძლევს, ორდერის გარეშე აწარმოონ ჩხრეკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები