“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი საქართველოში საფრანგეთის საელჩოში იმყოფებოდნენ, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად საფრანგეთს სამძიმარი გამოუცხადეს.
7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები