„კვირა“ გილოცავთ ახალ 2015 წელს!!!
სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს დამდეგ 2015 წელს ვულოცავ! მინდა, რომ ამ წელმა ყოველი ადამიანი მხოლოდ სასიამოვნო სიახლეებით გაახაროს. მსოფლიოში მშვიდობამ, სტაბილურობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს, მინდა ქუჩებში მხოლოდ მომღიმარ სახეებს ვხედავდე. მინდა ყველა, ჯანმრთელი და უზომოდ ბედნიერი იყოს!!! – ანა კონოპლევა.
ვისურვებდი, რომ 2015 წელს ჩვენი საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში. ჩვენი ქვეყნის ამინდი თავად უნდა შევქმნათ. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს მოვალეობებს და ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე. – ნინი ჯაფარიძე.
გილოცავთ ყველას! გისურვებთ, მალე ჩვენს საქართველოში ღიმილიანი და ბედნიერი სახეები გვენახოს. ერთმანეთის სიყვარული, დაფასება და პატივისცემა გვესწავლოს. ბედნიერება, სიყვარული, სიხარული და ბარაქა მოეტანოს 2015 წელს თითოეული თქვენგანისთვის. ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი შეგვისრულოს. გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!! – ანი შენგელია.
ყველას გილოცავთ ახალ წელს, რომელსაც ველოდები იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველას გისურვებთ წარმატებულ და მშვიდობიან წელს, ნაკლები სოციალური პრობლემებით. გვწყალობდეს უფალი მუდამ. გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ ბედნიერები. – ფატი ბოლქვაძე.
ნიცა გილოცავთ 365 დღის დასაწყისს. მსურს, თქვენთვის არაფერს ნიშნავდეს წელი, როგორც თარიღი. ზეიმობდეთ არა 2015 წლის დადგომას, არამედ 365 დღეში დაგროვილ და დასაგროვებელ პაწაწუნა გემრიელობებს, ემოციებს, შეგრძნებებს, ღიმილს, თოვლის მოსვლას და მზის ნათებას, დილით თვალების გახელას და საღამოს სასიამოვნოდ დაღლილობას.
გილოცავთ არა 2015 წლის მოახლოებას, არამედ ახალი, საინტერესო, თბილი, ლაღი, ჰარომონიული, მძაფრი დღეების დასაწყისს.
თქვენ გაქვთ ორი არჩევანი – პროგრესი ან პროგრესი! – ნიცა ბუხნიკაშვილი.
ჩვენო საყვარელო მკითხველო, გილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას. ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სიკეთისა და ბედნიერების მომტანი. – მარიამ ლომინაძე.
ვისურვებ, თითოეულ ჩვენგანში სიყვარულის სიცოცხლეს, ღიმილიან, გაბრწყინებულ თვალებს და ბევრ თბილს სიტყვას. მე თქვენ მიყვარხართ. – ანა ჩანგიანი.
ყველას გილოცავთ 2015 წელს. ეს წელი ყოფილიყოს ოცნებებისა და სურვილების ასრულების წელი. ასევე, ამ წელს მოეტანოს ყველას გულებში სიმშვიდე და ბედნიერება. მინდა, რომ 2015 წელს ყველა გაღიმებული და სიცოცხლით სავსე იყოს. ყველას, ყველას გილოცავთ ახალ წელს. – ირაკლი შაქარაშვილი.
მინდა ჩვენს ერთგულ მკითხველს და სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი – 2015 წლის დადგომა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, დოვლათს, მშვიდობას. 2015 წელს სიხარული და სიკეთე მოეტანოს თითოეული თქვენგანის ოჯახში. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ახალი წლის დადგომა ჩემს კოლეგებს და ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, პროფესიული თავისუფლება და ბევრი ექსკლუზივი ვუსურვო. მთელ საქართველოს კი, კიდევ უფრო მეტი წინსვლა, განვითარება. ადამიანებს მეტი ღიმილი, ხალისი, სითბო და ტკბილი მოგონებები დაგბედებოდეთ. – ინგა ქვარცხავა.
რაც ყველაზე ძალიან მაწუხებს, ეს ადამიანების ჩამქრალი, უვარსკვლავებო თვალებია. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარემოცვაში ძალიან ხშირად ვაწყდები ამ თვალებში დაგუბებულ ნაღველს, რომლესაც თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს. მინდა ასეთი ნეგატივის გამომწვევი მიზეზები გამქრალიყოს თითოეული თქვენგანის ყოველდღიურობიდან, 2015 -ჯერ უფრო ბედნიერები და ლაღები ყოფილიყავით, ვიდრე 2014 წელს. 31 დეკემბრის ღამეს განსხვავებული იქნება საჩუქრები, რომლითაც ჩვენ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს გავახარებთ, მაგრამ მინდა, გაგვაერთიანოს გულწრფელმა ღიმილმა, რომელიც მთელი წელი ძალიან ხშირად გაჩნდება ჩვენს სახეზე. ღიმილი ხომ უფასო და გადამდებია. ბევრი ღიმილიანი, ვარსკვლავიანი და იმედიანი თვალები მინდა საქართველოში. – მარიამ ზედგინიძე.
ვულოცავ დამდეგ ახალ წელს სრულიად საქართველოს, ვუსურვებ გამთლიანებას, რწმენაში გაძლიერებას და წარმატებულ წელიწადს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. – თათია პაიჭაძე.
ბოლო ორი კვირაა, თავში მხოლოდ, ჩემი კოლეგის გოგა აფციაურის სიტყვები მიტრიალებს: „ჟურნალისტებმა, რომლებმაც ომი ვნახეთ, ალბათ ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი…“ მშვიდობა და სიმშვიდე არ მოგკლებოდეთ. – მზევინარ ხუციშვილი.
ყველას გილოცავთ დამდეგ 2015 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და დიდხანს სიცოცხლეს! ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ადამიანების დაავადებებია, რომლებიც უმეტესად ან არ იკურნება, ან უსახსრობის გამო ვერ ხერხდება მკურნალობა… ვუსურვებ ყველას გამოჯანმრთელებას. მინდა, ეს წელი იყოს ყველას სურვილების ასრულების წელი. – ნინო ხოსიტაშვილი.
მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ 2015 წელს. სიმშვიდე, სიხარული, ხვავი, ბარაქა და სიყვარული მოტანოს ამ წელს თითოეული ჩვენგანისთვის. ბედნიერება და წარმატება დაგვბედებოდეს. ყოველი მომდევნო წელი კი უფრო მეტი წინსვლის და განვითარების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მრავალს დაესწარით. – ცირა შერგელაშვილი.
გილოცავთ ახალ წელს! საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობას, მშვიდობას ბედნიერებას ვუსურვებ. ის, რაც 26 დეკემბერს პარლამერნტის სხდომათა დარბაზში მოხდა, არასოდეს განმეორდეს. „ნაცებო“ და „ქოცებო“, ერთმანეთის ჭამას და ფიზიკურ შეურაცხყოფას თავი დაანებეთ და ერთად ააშენეთ სახელმწიფო. ვინატრებდი, რომ ადამიანები ნაგვის ბუნკერებში სარჩო-საბადებელს აღარ ეძებდნენ. თბილისის ქუჩებში მოხუცები აღარ მათხოვრობდნენ. საქართველოს სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს ვუსურვებდი, რომ მეტი ეზრუნოს მოხუცებზე, ყველა ადამიანი ბერდება და სიბერის წლები გაულამაზეთ… ქვეყანას უმუშევართა სტატისტიკის შემცირებას ვუსურვებდი.. და ბოლოს, ჩემს კოლეგებს ნაყოფიერ წელს ვუსურვებ პროფესიულ საქმიანობაში… ერს გამრავლებას და გამთლიანებას… – იზა შაქარაშვილი.
ახალ წელს ყველანი ახალი ენერგიით, შემართებით, ენთუზიაზმით და იმედით ვხვდებით, რომ 2015 წელი გასულზე ბევრად უკეთესი იქნება. ყველას გილოცავთ დამდეგ 2015 წელს, გისურებთ ამ მოლოდინის, სურვილის თუ ჩანაფიქრის ასრულებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, სიუხვეს, სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას. ვისურვებდი, მეტ პოზიტივს, ადამიანების პატივიცემასა და დაფასებას. ქვეყნის გაძლიერებას და მშვიდობიან ქვეყანაში მაქსიმალურად მშვიდად ცხოვრებას! – ეკა გულუა.
ვისურვებდი, რომ 2015 წელი იყოს, მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობის, კიდევ უფრო მეტი მიღწევების კოსმოსში, ხალხთა შორის ურთიერთობების დარეგულირების და თანამშრომლობის, ყველა იმ ადამიანის გაკეთილშობილების, რომლებიც უხეშად არღვევენ მსოფლიო იდილიას, ახალი გამოგონებების, რომლებიც კაცობრიობას უფრო მეტ ჰარმონიას შესძენს. გისურვებთ ყველას მშვიდობას და ჩვენს ყოფაში წიგნის დაბრუნებას. – კახა გოგიჩა.