„კაცებმა ხელი ვერ მოიქნიეს ისე, რომ ერთი მუშტი ცხვირში მოხვედროდა კაკო ბობოხიძეს“
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინ“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ამის საჭიროება რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა, როცა დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ხელისუფლების უუნარობას რომ ვუყურებ, კიდევ არ ვარ დარწმუნებული, ქვეყანაში ტერორის არარსებობა იმის დამსახურებაა, რომ მართლა არ უნდათ, თუ იმის, რომ ამის თავიც არ აქვთ. რასაც მე პარლამენტში ვუყურე, კაცებმა ხელი ვერ მოიქნიეს ისე, რომ ერთი მუშტი ცხვირში მოხვედროდა კაკო ბობოხიძეს, როგორც ჩანს, რომც უნდოდეთ კიდევაც, ტერორის განხორციელების თავიც არ აქვთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.