ეკა ბესელია 2014 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს
ხვალ, 12:00 საათზე “ქორთიარდ მერიოტში”: – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მედიასა და საზოგადოებას კომიტეტის 2014 წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
მოწვეულ სტუმრებს და მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნობენ 2014 წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ გაწულ საქმიანობას, კომიტეტში – საკანონმდებლო ინიციტივებს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის ასევე მონიტორინგის შედეგებს.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, სახალხო დამცველი.
შეხვედრას დაესწრებიან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებიც.