ეკა ბესელია სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თბილისის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა.
შეხვედრისას ეკა ბესელია მსჯავრდებულებს მათი საქმეები ხელახალ შესწავლას შეჰპირდა.
„საკითხი ეხება იმას, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სანქცია მკაცრია და მიდგომა შეიცვალოს, რომ მომხმარებლისა და რეალიზატორის მიმართ ერთი და იგივე მუხლი არ იყოს გამოყენებული. ჩვენ მათ დავპირდით, რომ თითოეულ ამ კონკრეტულ შემთხვევას პროკურატურასთან ერთად გავივლით. მათ შორის რამდენიმეა, რომ სასამართლოს უკვე განაჩენი აქვს გამოტანილი და ჩვენ სასამართლოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით კომიტეტის მოსაზრებას გავუგზავნით. მე იმედი მაქვს, ეს გარემოებები ყურადღებით იქნება შესწავლილი“, – აღნიშნა ბესელიამ.
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში 10-მდე პატიმარი შიმშილობდა, მათმა ნაწილმა შიმშილობა შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები