ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინისთვის მედიკამენტების ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად საქართველო დაასახელა

უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარების სახით 10 მილიონ გრივნაზე მეტი ღირებულების მედიკამენტები მიიღო. როგორც უკრაინის აჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გაგზავნა 5 მილიონი უკრაინული გრივნას ღირებულების მედიკამენტები, ინსულინი, ვაქცინები, დიალიზის მასალები და სხვა სახის სამედიცინო მასალები.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ძირითადი მიმწოდებლები ასვე იყვნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო-ს ფონდი უკრაინაში და ადგილობრივი მწარმოებლები. საერთო ჯამში კი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 მილიონი გრივნას ღირებულების სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები